8 თვის წინ
ნიკა მშვილდაძე
Aa

შეიცვალა თუ არა ჩავიმ აზრი - მედიაში ახალი ცნობები გავრცელდა

როგორც იცით, ჩავი ერნანდესს უკვე გადაწყვეტილი აქვს, რომ სეზონის ბოლოს კატალონიის "ბარსელონას" რიგებს დატოვეს.

ბუნებრივია, ბევრს უჩნდება კითხვა, რომ მიუხედავად კარგი შედეგებისა, მაინც დატოვებს თუ არა იგი "ბლაუგრანას".

აღნიშნულ საკთხთან დაკავშირებით ჟურნალისტი ივან სან ანტონიო ახალ ინფორმაციას ავრცელებს.

მისი თქმით, "მაესტროს" გადაწყვეტილება ჯერ არ შეუცვლია და ისევ წასვლაზე ფიქრობს.

როგორც ირკვევა, ლაპორტას დიდი სურვილია, რომ ესპანელი სპეციალისტი დარჩეს, თუმცა ირკვევა, რომ მწვრთნელის პოზიცია ამ ეტაპისთვის არ იცვლება.

ასე და ამგვარად, თუ რა მოხდება საბოლოოდ, ყველაფერი ზაფხულში გაირკვევა.

Facebook კომენტარები