2 დღის და 11 საათის წინ
სახელი უცნობია
Aa

პსჟ კვარას კონკურენტს მადრიდის რეალიდან ყიდულობს - პარიზელებმა მოქმედება უკვე დაიწყეს

პარიზული კლუბი “პარი სენ-ჟერმენი” მზად არის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე სერიოზული ნაბიჯი გადადგას და 18 წლის ბრაზილიელი ტალანტი, ენდრიკი, მადრიდის “რეალიდან” გადმოიბიროს. 


ინფორმაციას მადრიდული კლუბის შიდა წრეები ავრცელებენ და ვარაუდობენ, რომ პსჟ მოლაპარაკებების დაწყებას აქტიურად გეგმავს.

ენდრიკი “რეალს” 2023 წელს შეუერთდა ბრაზილიური “პალმეირასიდან”, თუმცა ესპანურ გრანდში ჯერჯერობით მცირე სათამაშო დრო აქვს. 

მიუხედავად იმისა, რომ კლუბი მოთამაშეს თანდათან აკავშირებს ძირითად გუნდთან, პსჟ აპირებს შექმნას ისეთი ფინანსური და სპორტული პირობების პაკეტი, რომელიც ახალგაზრდა თავდამსხმელს სერიოზულად დააფიქრებს მომავალზე.

გავრცელებული ინფორმაციით, ფრანგები ენდრიკს ხელფასის გაორმაგებასა და ძირითად შემადგენლობაში მოხვედრის რეალურ შანსს ჰპირდებიან ლუის ენრიკეს ხელმძღვანელობით.

Facebook კომენტარები