Wired Scoop-მა ლიგა 1-ის ფეხბურთელთა მეუღეებისა და მეგობარი გოგონების ათეული გამოაქვეყნა, რომელთაც Instagram-ზე ყველაზე მეტი გამომწერი ჰყავთ.
გეტყვით, რომ ათეულში მე-6 პოზიციას ხვიჩა კვარაცხელიას მეუღლე, ნიცა თავაძე იკავებს:
პირველ ადგილზე პსჟ-ის მცველის ლუკა ერნანდესის მეუღლე ვიქტორია ტრიაია, რომელსაც 1,9 მილიონი გამომწერი ჰყავს.
მეორე ადგილს 1 მილიონი გამომწერით "ლიონის" ფეხბურთელის, ნიკოლას ტალიაფიკოს ცოლი კარო კალვანი იკავებს.
მესამე ადგილს პსჟ-ის კაპიტნის მარკინიოსის მეორე ნახევარი კაროლ კაბრინო 598 000 გამომწერით იკავებს.
მეოთხე პოზიციაზე მეისონ გრინვუდის ცოლი, არიეტ რობსონი 575 000 გამომწერით.
მეხუთე ადგილზე 444 000 გამომწერით პსჟ-ის ვარსკვლავის ჟოაო ნევეშის მეგობარი გოგონა მადალენა არაგაო იმყოფება.
მეექვსე პოზიციაზე ხვიჩას მეუღლე, ნიცა თავაძეა 139 000 გამომწერით.
ამდენივე ჰყავს "მონაკოს" 28 წლის გერმანელი მცველის მეუღლეს, არიადნა ჰაფესს, რომელიც მეშვიდე ადგილზეა გამწესებული.
მერვე ადგილს 123 000 გამომწერით უსმან დემბელეს ცოლი რიმა ედბუში იკავებს.
მეცხრე ადგილზე 108 000 გამომწერით "ლიონის" 28 წლის ხორვატი მცველის დუჟე ცალეტა-ცარის მეუღლე ადრიანა ცალეტა-ცარია.
ათეულს 81 000 გამომწერით ჯანლუიჯი დონარუმას მეუღლე ალესია ელეფანტე ხურავს.