6 დღის და 17 საათის წინ
გიორგი ტვილდიანი
Aa

ლუის ენრიკეს პსჟ-ს ყველაზე მნიშვნელოვანი ფეხბურთელის დასახელება სთხოვეს და მისმა პასუხმაც არ დააყოვნა

პსჟ-ს მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ საფრანგეთის ჩემპიონატში სტრასბურგთან მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.

ენრიკეს პსჟ-ს ყველაზე მნიშვნელოვანი ფეხბურთელის დასახელა სთხოვეს.

სეზონის მიმდინარეობისას, მთავარია, რომ ფეხბურთელები გაუმჯობესდნენ და გუნდში წვლილი შეიტანონ. საქმე ის არ არის, ბრედლი ახლა უარეს ფორმაშია, ვიდრე სეზონის დასაწყისში ან დეზირე დუე უკეთესია. ეს ევოლუცია შეიცავს აღმავლობას და დაღმავლობას, ჩემთვის მთავარი ისაა, რომ ისინი გუნდისთვის ბოლომდე იხარჯებიან და გუნდს ეხმარებიან. ისინი ახალგაზრდები არიან და გარკვეული პროცესის გავლა სჭირდებათ გასაუმჯობესებლად. გუნდში ბევრი მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, ასე ვერ გამოვყოფ


Facebook კომენტარები