2 თვის წინ
ნიკა მშვილდაძე
Aa

კონორ მაკგრეგორის წარმოუდგენელი სიტყვები მერაბ დვალიშვილის შესახებ – რა თქვა ირლანდიელმა მებრძოლმა

UFC-ის ორი წონითი დივიზიონის ყოფილმა ჩემპიონმა, კონორ მაკგრეგორმა მერაბ დვალიშვილი შეაქო. 

კერძდო, ლეგენდარულმა ირლანდიელმა მებრძოლმა X-ის საკუთარ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა და „მანქანას“ ვარსკვლავი უწოდა.

მაკგრეგორი MMA On Point-ის მიერ გავრცელებულ ვიდეოს გამოეხმაურა, რომელშიც დვალიშვილისა და რიკი სიმონის ჩხუბის დასკვნითი ნაწილია ასახული. მერაბმა UFC-ში ბოლოს სწორედ სიმონთან წააგო და ეს 2018 წელს მოხდა.

„და ახლა, წლების შემდეგ, ის UFC-ის მოქმედი ჩემპიონია. დიდებულია! მერაბი ვარსკვლავია“, – დაწერა ირლანდიელმა მებრძოლმა სოციალურ ქსელში.

Facebook კომენტარები