2 კვირის და 1 დღის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

"გუშინ კვარაცხელიას თამაშს ვუყურე და მივწერე კიდეც..." - რა თქვა "ნაპოლის" კაპიტანმა ყოფილ გუნდელზე

ცნობილია, რომ ხვიჩა კვარაცხელია და ჯოვანი დი ლორენცო კარგად მეგობრობენ.

"ნაპოლის" კაპიტანმა ერთ-ერთ თავის ბოლო ინტერვიუში ქართველის შესახებ ისაუბრა:

"იმედია, კვარა ჩემპიონთა ლიგას მოიგებს, ის მაღალი დონის ფეხბურთელია და ამას იმსახურებს. ხვიჩას ყველაფერ საუკეთესოს ვუსურვებ.

გუშინ თამაშს ვუყურე და ხვიჩას მივწერე კიდეც. ის განსაკუთრებული ფეხბურთელი და უფრო მთავარი, კარგი პიროვნებაა.", - განაცხადა დი ლორენცომ.

Facebook კომენტარები