2025 წლის 29 აპრილს, პარი სენ-ჟერმენმა სტუმრად 1:0 დაამარცხა არსენალი ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის პირველ შეხვედრაში.
მატჩის მე-4 წუთზე უსმანე დემბელემ გაიტანა ერთადერთი გოლი კვარას პასით.
ქართველმა ფეხბურთელმა ლუის ენრიკეზე ისაუბრა:
"ფეხბურთელის კარიერაში მწვრთნელის როლი ძალიან მნიშვნელოვანია. ყველაზე მეტად მისმა ხასიათმა მომხიბლა, იმან, როგორ ეპყრობა შეგირდებს. ეს იმის შეგრძნებას გაძლევს, რომ მოედანსა და მოედნის მიღმა კლუბისა და გულშემატკივრებისათვის ბოლომდე დაიხარჯოთ, რამეთუ დიდი პატივისცემით გექცევა...
ყველამ ვიცით, როგორი მწვრთნელია, მაგრამ ყველაზე მეტად მისი ადამიანური თვისებები მომეწონა, მოთამაშეებთან ურთიერთობის მანერა, საფეხბურთო ისტორიების მოყოლა", - თქვა ხვიჩამ.