სერია ა-ს 34-ე ტურში "ნაპოლიმ" "ტორინო" ანგარიშით 2:0 დაამარცხა.
ორივე გოლი სკოტ მაკტომინეის ანგარიშზეა, რომელიც ბოლო დროს საოცრად თამაშობს.
შოტლანდიელმა ნახევარმცველმა ბოლო 3 მატჩში 5 უმნიშვნელოვანესი გოლი გაიტანა, რითაც "პარტენოპეის" ბევრი ქულა მოუტანა.
გოლების გარდა მაკტომინეი ბევრ შავ სამუშაოს ასრულებს და შეიძლება თამამად ითქვას, რომ გუნდის მთავარი დასაყრდენი ახლა სწორედ ისაა.
მაკტომინეი ნეაპოლის გმირად იქცა, ის "სკუდეტოსკენ" მიმავალ გზაზე უდიდეს როლს თამაშობს.
მიუხედავად, ამხელა ამაგისა სკოტი ჯერ მაინც ისე არ უყვართ, როგორც ხვიჩა კვარაცხელია, რომელმაც ნეაპოლელ ხალხს საკუთარი სახელი სამუდამოდ დაამახსოვრა.
აქვე მოგახსენებთ, რომ "ინტერსა" და "ნაპოლის" შორის სხვაობა 3 ქულაა, წინ კი 4 ტურია დარჩენილი.