3 დღის და 23 საათის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

"გულწრფელად მინდა გითხრათ, რომ მსურს, ჩემპიონთა ლიგა მან მოიგოს" - ხაბიბ ნურმაგომედოვი

UFC_ის ყოფილმა მებრძოლმა და ამჟამად მწვრთნელმა, ხაბიბ ნურმაგომედოვმა ერთ-ერთ ინტერვიუში წელავნდელ ჩემპიონთა ლიგაზე ისაუბრა.

როგორც ცნობილია, დაღესტნელი ფეხბურთის დიდი გულშემატკივარია.

"გულწრფელად, რომ გითხრათ ძალიან მინდა, რომ ჩემპიონთა ლიგა პსჟ-მ მოიგოს. მათ არასდროს მოუგიათ. 

ვფიქრობ, რაც ნასერ ალ-ხელაიფიმ გააკეთა ამის გამო იმსახურებენ. დიდი რესურსები, ემოციები და დრო დაიხარჯა. მათ ვუსურვებ, რომ ჩემპიონთა ლიგა მოიგონ", განაცხადა ხაბიბმა.

Facebook კომენტარები