6 დღის და 16 საათის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

კვარასთვის 100 მილიონიან ტრანსფერს ამზადებენ - პსჟ რეალის ვარსკვლავს ყიდულობს

ცნობილი გამოცემა "Fichajes" "პარის სენ-ჟერმენის" სატრანსფრო გეგმებზე ახალ ინფორმაციას ავრცელებს. 

წყაროს ცნობით, პარიზული გრანდი მადრიდის "რეალის" ფეხბურთელის როდრიგო გოეშის სანაცვლოდ ზაფხულში 100 მილიონი ევროს გადახდას გეგმავს.

როგორც იწერება, "პსჟ"-ს მთავარი სამიზნე სწორედ ბრაზილიელი გარემარბი იქნება. 

რაც შეეხება მადრიდელთა პოზიციას, ამ ეტაპზე უცნობია, თუ რა თანხად დათმობენ "თეთრები" როდრიგოს.

ის ხვიჩა კვარაცხელიასთვის მორიგი კარგი მეწყვილე იქნება და გუნდის შეტევებს მეტად სახიფათოს გახდის.

აქვე გეტყვით, რომ ბრაზილიელ შემტევს "ბლანკოსთან" კონტრაქტი 2028 წლამდე აკავშირებს.

Facebook კომენტარები