1 დღის და 16 საათის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

მის ქებას ვერ წყვეტენ - რას წერენ ფრანგულ მედიაში კვარაცხელიაზე

ბოლო პერიოდში ფრანგულ პრესაში საქართველოს ნაკრებისა და "პსჟ"-ს ვარსკვლაზე, ხვიჩა კვარაცხელიაზე ბევრი საქებარი სტატია ვრცელდება.

გამოცემა, "francebleu" თავის კოლეგებს არ ჩამორჩა და ქართველზე საინტერესო სტატია შემოგვთავაზა:

"კვარამ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში "ასტონ ვილას" გოლი გაუტანა, ის ბრწყინვალე ფორმაშია, ადაპტაციას სწრაფად გადის და ჩანს, რომ გაუმჯობესება ჯერ კიდევ შეუძლია.

კვარამ "ასტონ ვილასთან" მატჩში გვაჩვენა, რომ მეტოქე გუნდის ფეხბურთელები მასთან ორთაბრძოლის დროს ფრთხილობენ.

"პსჟ"-ში გასული სეზონების განმავლობაში ვნახეთ ფეხბურთელები, რომლებთანაც მეტოქეები ფრთხილობდნენ, ასეთები არიან ზლატანი, ნეიმარი, ლეო მესი და სხვები, კვარა კი ამტკიცებს რომ მათ რიგებშია.

სასიამოვნოა კვარას თამაშის ყურება, მითუმეტეს, ის აქ მხოლოდ 3 თვეა თამაშობს და მიუხედავად ამ სწრაფი ადაპტაციისა, ჩვენ ვგრძნობთ, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია.

კვარა საკუთარ ადრინდელ ვერსიაზე ბევრად უკეთესია, მაგრამ მომავალში, კიდევ უფრო კარგი იქნება", - წერს "francebleu".

Facebook კომენტარები