1 კვირის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

"კვარაცხელიას გამო აუცილებლად ჩავალ საქართველოში" - რას წერენ პსჟ-ს ფანები "ასტონ ვილასთან" მატჩის შემდეგ

ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალის პირველ შეხვედრაში "პსჟ"-მ "ასტონ ვილა" ანგარიშით 3:1 დაამარცხა. 

პარიზელთა მხრიდან მეორე გოლი ხვიჩა კვარაცხელიას ანგარიშზეა, რომელსაც შესანიშნავი მატჩი ჰქონდა.

ქართველის ამ პერფორმანსს პარიზელი ფანები სოციალურ ქსელში საინტერესოდ ეხმაურებიან: 

"ღმერთო ჩემო, რა იმუშავა კვარაცხელიამ, საოცრებაა" 

"ეიფელს კვარას სახელი მივანიჭოთ - კვარას კოშკი" 

"კვარას ასეთი რამ თუ შეეძლო არ მეგონა, მარტომ გაიტანა გოლი" 

"კვარაცხელიას გამო აუცილებლად ჩავალ საქართველოში" 

"მადლობა ნეაპოლს და საქართველოს, ეს რა ბრილიანტი გვაჩუქეს" 

"მინდა, რომ შვილს ხვიჩა დავარქვა მაგრამ ვერასდროს დავუძახებ სწორად", - წერენ პარიზელი ქომაგები.

Facebook კომენტარები