2 კვირის წინ
სახელი უცნობია
Aa

"მიქაუტაძეს კი უამრავი სხვა სივრცის ათვისება შეუძლია" - ჟორჟის მწვრთნელი

ლიონის მთავარი მწვრთნელი, პაულუ ფონსეკა, გუნდის თავდამსხმელების – ალექსანდრ ლაკაზეტის და ჟორჟი მიქაუტაძის – განსხვავებულ სტილსა და შესაძლებლობებზე საუბრობდა.

პორტუგალიელმა სპეციალისტმა განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა მიქაუტაძის მობილურობაზე და სივრცეების სწორად გამოყენების უნარზე:

"ლაკაზეტი ძირითადად მოედნის ცენტრში მოძრაობს, მიქაუტაძეს კი უამრავი სხვა სივრცის ათვისება შეუძლია. ჟორჟი არის ფეხბურთელი, რომელიც ყოველთვის ბურთს ითხოვს,“ – განაცხადა ფონსეკამ.

Facebook კომენტარები