როგორც მოგეხსენებათ, 2024 წლის ივნისში ზურიკო დავითაშვილი "სენტ-ეტიენში" გადავიდა.
ქართველმა ახალ გუნდში თავი კარგად წარმოაჩინა და მოკლე დროში ერთ-ერთ ლიდერად ჩამოყალიბდა.
ფრანგულ მედიაში ვრცელდება "სენტ-ეტიენის" ფეხბურთელთა ხეფლასები კვირის მიხედვით.
ზურიკო დავითაშვილის ანაზღაურება კვირაში 60 000 ევროა, რაც წლიურად დაახლოებით 3,1 მილიონი ევროა.
საინტერესოა, რომ ასეთი ხელფასი კლუბში 4 ფეხბურთელს აქვს, რაც მათ გუნდში ყველაზემაღალანაზღაურებად ფეხბურთელებად აქცევთ, ზურიკო კი ერთ-ერთი მათგანია.