2 დღის და 11 საათის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

"ნაპოლის" ლეგენდა: "ნეაპოლში კვარაცხელას უსამართლოდ მოექცნენ, მის ადგილზე მეც გავბრაზდებოდი"

"ნაპოლის" ყოფილმა ფეხბურთელმა ვინჩენცო მონტეფუსკომ ერთ-ერთ საფეხბურთო გამოცემასთან ინტერვიუ ჩაწერა, სადაც მან ხვიჩა კვარაცხელიაზეც გააკეთა კომენტარი:

"არ ვფიქრობ, რომ კვარაცხელიას წასვლა სურდა, მაგრამ მას საშინლად მოექცნენ და წასვლა გადაწყვიტა, როცა კლუბის მხრიდან ასეთი მოპყრობა ნახა. „ნაპოლიმ’’ უდიდესი შეცდომა დაუშვა, როცა ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს კვარაცხელიას შემცვლელი მოიყვანა, რომელსაც ტრავმა ჰქონდა და მინდორზე დასაბრუნებლად 2 თვე სჭირდებოდა (ნოა ოკაფორის გულისხმობს), რომელმაც "ნაპოლის'' ოთხ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და მინდორზე მხოლოდ 36 წუთი გაატარა.

ანტონიო კონტეს პატივს ვცემ, როგორც მწვრთნელს და როგორც პიროვნებას, მაგრამ ამ შემთხვევაში მან იმედი გამიცრუა. მე ვამბობდი, რომ კვარა "ნაპოლიდან’’ არ წავიდოდა. გუნდმა, რომელიც პირველ ადგილზეა, საუკეთესო ფეხბურთელი არ უნდა გაყიდოს.

მე რომ კვარა ვიყო და ვხედავდე ლუკაკუს, რომელსაც წლიურად 6 მილიონ ევროს უხდიან, ნორმალური არაა, რომ გავბრაზდე?", - განაცხადა ვინჩენცო მონტეფუსკომ.

Facebook კომენტარები