„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ კომენტარი გააკეთა და ქართველი ვარსკვლავის სამუშაო ეთიკა განსაკუთრებით აღნიშნა.
„როცა ბურთს ვკარგავთ, კვარაცხელია არის პირველი, ვინც პრესინგს იწყებს.“ – განაცხადა ენრიკემ.
ეს შეფასება ხაზს უსვამს კვარაცხელიას არა მხოლოდ შეტევით უნარებს, არამედ მის თავდადებას და დაცვით მუშაობაში აქტიურობას