2 კვირის და 5 დღის წინ
გიორგი ტვილდიანი
Aa

სომხეთის მწვრთნელს ისევ მიქაუტაძეზე ჰკითხეს - მე გიორგისთან პრობლემა არასოდეს მქონია, უბრალოდ ეს ვიფიქრე

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჯონ ვანტ სხიპმა პრესკონფერენციაზე ერთა ლიგაზე „დინამო არენაზე“ საქართველოსთან წაგებული ორმატჩიანი დაპირისპირება (3:0, 6:1) შეაფასა, სადაც მიქაუტაძეზე კიდევ ერთხელ ჰკითხეს

როდესაც „აიაქსში“ დავინიშნე, მიქაუტაძე ცუდ ფორმაში იყო, კლუბსაც ფინანსურად არ ულხინდა და როდესაც მისი გაყიდვის საშუალება გაჩნდა, გაუშვეს. მაგრამ მე გიორგისთან პრობლემა არასოდეს მქონია, საბოლოოდ კი ვფიქრობ, მისი გადასვლა ყველასთვის სწორი გადაწყვეტილება იყო - განაცხადა ვან სხიპმა.

შეგახსენებთ, რომ აიაქსში ყოფნის დროს ვანტ სხიპმა მიქაუტაძეს ძირითადში მხოლოდ ერთი მატჩი დააწყებინა.

Facebook კომენტარები