ლიგა 1-ის 26-ე ტურში "ლიონმა" "ლე ავრი" ანგარიშით 4:2 დაამარცხა.
შეხვედრის გმირი გიორგი მიქაუტაძე გახდა, რომელმაც მცირე სათამაშო დრო მიიღო.
ქართველი მოედანზე 77-ე წუთზე გამოვიდა, როცა "ლიონი" 1:2 მარცხდებოდა.
ჟორჟმა 78-ე წუთზე საგოლე პასი გააკეთა, 82-ე წუთზე თავად გაიტანა, 97-ე წუთზე კი მეორე საგოლე პასი შეასრულა.
მატჩის შემდეგ ერთ-ერთი "ლიონის" ქომაგი სოციალურ ქსელში ქართველზე საინტერესო პოსტს აქვეყნებს:
"გიორგი მიქაუტაძე რონალდუ ლუის ნაზარიოს სტილში! ბოლო 2 თამაშია სასწაულებს გვთავაზობს. 6 საგოლე მოქმედება, ეს ხომ სიგიჟეა. სწორედ ასეთ მომენტებში იძახია ხოლმე - შემოვიდა და თამაში მარტომ მოიგოო. ეს თვისება მხოლოდ დიდ ფორვარდებს ახასიათებთ", - წერს ფანი.