როგორც მოგეხსენებათ, "ლიონმა" ევროპა ლიგაზე ორი მატჩის ჯამში "სტიაუა" 7:1 დაამარცხა და 1/4 ფინალის საგზური მოიპოვა.
აღსანიშნავია, რომ ტურნირის ამ ეტაპზე გიორგი მიქაუტაძის გუნდს რთული მეტოქე ეყოლება.
კერძოდ, ფრანგული კლუბი "მანჩესტერ იუნაიტედს" დაუპირისპირდება, რომელმაც 1/8 ფინალიდან ასპარეზობას "რეალ სოსიედადი" გამოთიშა.
ცნობისთვის, "ლიონისა" და "წითელი ეშმაკების" 2-მატჩიანი შეხვედრები 10 და 17 აპრილს შედგება.