ხვიჩა კვარაცხელიას ყოფილმა მწვრთნელმა, ვოლტერ მაცარიმ ერთ-ერთ საფეხბურთო გამოცემასთან ინტერვიუ ჩაწერა,
იტალიელმა სპეციალისტმა ქართველის შესახებაც გააკეთა კომენტარი:
"კვარა პროფესიონალია, ის ძალიან ბევრს ვარჯიშობს, ეს კი მის კარგ თამაშზე მნიშვნელოვნად აისახება. ხვიჩა არის პიროვნება, რომელიც მუდამ პოზიტიურია. დარწმუნებული ვარ, "პსჟ"-ში დიდ წარმატებას მიაღწევს.
ის საკმაოდ განსხვავდება ბარკოლასგან, დუესგან და დემბელესგან. კვარა დიდებული ფეხბურთელია", - განაცხადა მაცარიმ.