1 თვის და 1 კვირის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

სომხეთი დიდ შარშია - შესაძლოა საქართველოსთან მატჩს მაყურებელი ამ მიზეზების გამო არ დაესწროს

როგორც მოგეხსენებათ, მარტის სანაკრებო პაუზაზე საქართველოსა და სომხეთის ნაკრებებს შორის ორმატჩიანი დაპირისპირება გაიმართება.

პირველ შეხვედრას 20 მარტს სომხები ერევანში, ვაზგენ სარგსიანი სახელობის სტადიონზე მასპინძლობენ.

ამ მატჩის ბილეთების გაყიდვა სომხეთის ფეხბურთის ფედერაციას ჯერაც არ დაუწია. ამას რამდენიმე მიზეზი აქვს:

შინ ფარერებთან  0:1 მარცხის შემდეგ, სომხეთის ფედრაციის მიმართ უეფას გატარებულია სანქციები.

სასჯელი ასეთი გახლავთ პიროტექნიკის გამოყენებისთვის ჯარიმა 20.000 ევრო და ტრიბუნების ნაწილობრივ დაკეტვა (500-500 ადგილი ტრიბუნების ორივე მხარეს) საქართველოს ნაკრებთან მატჩში.

ამ ყველაფერს ემეტება 17 000 ევრო და 2 წლიანი გამოსაცდელი ვადით დისკვალიფიაცია, ეს კი ნიშნავს ფაქტის განმეორების შემთხვევაში სასჯელი უფრო მკაცრი იქნება.

სომხეთის ფეხბურთის ფედერაციამ აქამდე გადაწყვეტილება ვერ მიიღო, გარისკონ და შემოუშვან სტადიონზე მაყურებელთა ის ნაწილი რისი უფლებაც აქვთ, თუ მატჩი უმაყურებლოდ ჩაატარონ, ამით თავი დაიზღვიონ და რაიმე არეულობის შემთხვეაში თავი უფრო დიდ სანქციეებს აარიდონ.

აქვე შეგახსენებთ, რომ სტადიონი 14,500 ადამიანს იტევს.

Facebook კომენტარები