1 თვის და 2 კვირის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

"გვინდოდა თუ არა კვარაცხელიას ყიდვა?" - "ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა ყველაფერს ფარდა ახადა

როგორც მოგეხსენებათ, ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში "პსჟ" "ლივერპულს" დაუპირისპირდება.

მატჩამდე ერთი დღით ადრე მერსესადელთა მთავარმა მწვრთნელმა, არნე სლოტმა პრესკონფერენცია გამართა.

მან ხვიჩა კვარაცხელიას შესახებაც გააკეთა კომენტარი:

“მე არ შემიძლია გითხრათ ვიყავით თუ არა მისი ყიდვით დაინტერესებულნი, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ ის დიდებული ფეხბურთელია. სპალეტის ნაპოლის შეხვედრებს თვალს ვადევნებდი, თუ როგორ დომინირებდა ის იტალიაში.  პარი სენ-ჟერმენს ბევრი მისი მსგავსი კარგი ფეხბურთელი ჰყავს”, - თქვა სლოტმა.

შეგახსენებთ, რომ მატჩი 5 მარტს ღამის 23:59 წუთზე დაიწყება.

Facebook კომენტარები