როგორც მოგეხსენებათ, გიგა ჭიკაძე მცირე პაუზის შემდეგ ოქტაგონს უბრუნდება.
“ქართველი ნინძის” მეტოქე 30 წლის უგანდელი მებრძოლი დავიდ ონამა იქნება.
ზემოხსენებული დაპირისპირება 26 აპრილს კანზას სითიში შედგება.
საგულისხმოა, რომ ონამას UFC-ში მიჯრით სამი მოგება აქვს და ჭიკაძესთან შეხვედრა მისთვის სერიოზული გამოწვევაა.
აქვე გეტყვით იმასაც, რომ გიგა ჭიკაძე უკანასკნეკ მატჩში არნოლდ ალენს დაუპირისპირდა, სადაც სამწუხაროდ დამარცხდა.