საფრანგეთის ნაკრებისა და "პსჟ"-ს შემტევმა კილიან მბაპემ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.
მან მისი მომავლის გარშემო აგორებულ ამბებზე გააკეთა კომენტარი:
"ყოველთვის ვამბობდი, რომ თუ ოდესმე რაიმე მექნება დასაანონსებელი, მე გამოვალ და ამას საჯაროს ვიზავ. ჯერ-ჯერობით ასეთი არაფერია"
"ჩემი მომავალი ევროპის ჩემპიონატამდე გადაწყდება", - თქვა კილიანმა.
აქვე შეგახსენებთ, რომ, აწ უკვე ტრადიციულად, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე მადრიდის "რეალი" მის გადმობირებას აუცილებლად შეეცდება.