1 თვის და 3 კვირის წინ
სახელი უცნობია
Aa

ფასები ცნობილია - რა ღირს საქართველო - სომხეთის, სომხეთი - საქართველოს მატჩების ბილეთები

ეროვნული ნაკრების ოფიციალური გვერდი წერს:

"მზად ხართ საქართველოს საგულშემარკივროდ? 

უეფას ერთა ლიგის პლეი-ოფში საქართველოს ნაკრები სომხეთს დაუპირისპირდება. პირველი მატჩი 20 მარტს, ერევანში გაიმართება. 23 მარტს, საქართველოს ნაკრები მეტოქეს დინამო არენაზე უმასპინძლებს. 

დინამო არენაზე გასამართ მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა 27 თებერვალს, 12:00 საათზე დაიწყება.

უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, სტუმარი გუნდის ფანებისთვის გამოყოფილ პირველი იარუსის მე-9 და მე-10 სექტორზე არ დაიშვებიან ქართველი გულშემატკივრები. 

ერევანში, სომხეთის ნაკრების წინააღმდეგ 20 მარტს გასამართ მატჩზე ქართველი გულშემატკივრებისთვის განკუთვნილი ბილეთების გაყიდვა 28 თებერვალს, 12:00 საათზე დაიწყება. 

ორივე მატჩზე დასასწრები ბილეთები მხოლოდ ონლაინ რეჟიმში გაიყიდება და რეალიზაციას TKT.GE უზრუნველყოფს. 

თითოეულ მომხმარებელს მაქსიმუმ ორი ბილეთის შეძენა შეუძლია."

საქართველო - სომხეთის თამაშის ბილეთის ფასი 20, 40, 70 და 100 ლარი იქნება, ხოლო სომხეთი - საქართველოს ბილეზთის ფასი 10 ლარია.



Facebook კომენტარები