UFC-ის ქართველმა ჩემპიონმა ილია თოფურიამ ერთ-ერთ გამოცემასთან საუბრისას შემდეგ ბრძოლაზე ისაუბრა:
"არაფრის თქმა შემიძლია, რადგან ორგანიზაციიდან ასე მთხოვეს, მაგრამ სულ მალე გვეცოდინება ჩემი შემდეგი ბრძოლის შესახებ, შეიძლება, შემდეგ კვირაში"
შეგახსენებთ, რომ ილიამ ბოლოს მაქს ჰოლოუეისთან 2024 წლის 26 ოქტომბერს იბრძოლა, სადაც თავისი ტიტული პირველად დაიცვა.