2 თვის წინ
ნიკა მშვილდაძე
Aa

მერაბ დვალიშვილმა ილია თოფურიას მომავალი მეტოქე დაასახელა

UFC-ის სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონმა მერაბ დვალიშვილმა Souther Cross Combat-ის Youtube არხზე სტუმრობისას ილია თოფურიაზე საინტერესო კომენტარი გააკეთა. 

როგორც "ქართველი მანქანა" ამბობს, "ელ მატადორის" სურვილი ზედა წონაში ასვლაა. 

"თოფურიას ზედა დივიზიონში ასვლა სურს და, რა თქმა უნდა, მის გადაწყვეტილებას პატივს ვცემ. 

"ილიას სურვილი ისლამ მახაჩევთან საჩემპიონო ბრძოლის ჩანიშვნაა. ან ჩარლზ ოლივეირასთან და დასტინ პორიესთან ბრძოლები. 

"მოვლენები როგროც არ უნდა განვითარდეს, მე ილიას გვერდით ვიქნები", - თქვა მერაბმა.



Facebook კომენტარები