ალექსანდრე თოფურიამ UFC-ში პირველ ბრძოლა ჩაატარა და მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით ავსტრალიელი კოლბი თიქნესი დაამარცხა.
29 წლის თოფურიამ მეტოქეს სამივე რაუნდი მოუგო. პირველ ორ რაუნდში ბრძოლა, ძირითადად, დგომში მიმდინარეობდა და ალექსანდრე კრივით ცდილობდა უპირტარესობის მოპოვებას, ხოლო მესამე რაუნდში თიქნესს ჭიდაობაშიც აჯობა.
ამ ყველაფერს კი სოც. მედიაში ჰენრი სეხუდო გამოეხმაურა:
"ალექსანდრე ამ ქარდზე ყველაზე დიდი ფავორიტი იყო, თუმცა ნულოვანი ინტენსივობით იბრძოდა. მან ჩემზე არც თუ ისე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა". - განაცხადა ყოფილმა ჩემპიონმა.