როგორც მოგეხსენებათ, მერაბ დვალიშვილმა მსაჯების სრულფასოვამი გადაწყვეტილებით უმარ ნურმაგომედოვი დაამარცხა და UFC-ის ქამარი დაიცვა.
ჩხუბის შემდეგ დაღესტნელმა ქართველ მებრძოლს დაურეკა და რაღაცის გაკეთება სთხოვა:
ბრძოლის შემდეგ ძალიან უწყინარი სურათი დავდე ინტერნეტში, სადაც უმარ ნურმაგომედოვს აქვს გადაღებული ჩვენს უფროსებთან სურათი, დენა უაითთან და ჰანტერ კემპბელთან... და იქ უბრალოდ, ფოტოშოპით, უმარის თავი შევცვალე ჩემი თავით, რომ ახლა მე ვიყავი ჩვენი უფროსების მეგობარი. ამ უწყინარ სურათზე უმარმა დამირეკა და ძალიან შეწუხებული იყო, არ გინდა გთხოვ ეს ფოტოშოპებიო, გთხოვ თუ შეგიძლია წაშალეო და ასეთი რაღაცები... წარმოიდგინე, მან დაიწყო ეს თრეშ-თოქი, მან გაამწვავა ეს სიტუაცია და მზად უნდა იყო, როცა შენ იწყებ და შენ საუბრობ იმას, მერაბ დვალიშვილს დავამარცხებ, მას ჩემი ეშინია, ის გამირბის... და როცა მარცხებდი, მზად უნდა იყო, რომ ახლა უკვე მე შემიძლია დავცინო მას, მაგრამ მე ასე არ გავაკეთე, პირიქით, თუნდაც ჩემი გამარჯვების შემდეგ მე მას პატივი ვეცი, არ დავამცირე და არ ვუპასუხე." - განაცხადა ქართველმა.