როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრებისა და “ნაპოლის” ახალგაზრდა მეკარე, გიორგი მამარდაშვილი ბოლო პერიოდში ჩინებულ ფორმაში იმყოფება.
ესპანეთის ლა ლიგა მარტის თვის საუკეთესო 23-წლამდე ფეხბურთელს არჩევს.
აღნიშნულ ჯილდოზე 5 ფეხბურთელია ნომინირებული:
გიორგი მამარდაშვილი - “ვალენსია”
ედუარდო კამავინგა - “რეალ მადრიდი”
პაუ კუბარსი - “ბარსელონა”
ალექს ბაენა - “ვილიარეალი”
ბენიატ პრადოსი - “ბილბაო”
ცნობისთვის, გიორგიმ მარტში იფრინა და “ვალენსიას” წარმატებებში ლომის წვლილი შეიტანა.