როგორც მოგეხსენებათ, გასულ ზაფხულს, ქართველ ტალანტი, ხვიჩა კვარაცხელი მადრიდის "რეალს" არაერთხელ დაუკავშირეს.
აღნიშნულთან დაკავშირებით, გამოცემა "Calcio Napoli"-მ ინფორმაცია გაავრცელა, სადაც დე ლაურენტისის მიერ მოთხოვნილი თანხა დასახელდა.
წყაროს ცნობით, ესპანური გიგანტის ინტერესი რეალური იყო, "ბლანკოსი" ფეხბურთელზე ინფორმაციას მუდმივად აგროვებდა, თუმცა "ნაპოლის" ქართველის მარტივად დათმობა არ სურდა.
დე ლაურენტისმა ხვიჩაში კოლოსალურ თანხა, 150 მილიონ ევრო მოითხოვა.
ყველას მოეხსენება, რომ ხვიჩას საოცნებო გუნდი სწორედ "რეალია", მას არერთხელ აღუნიშნავს ეს სხვადასხვა გადაცემებსა თუ ინტერვიუებში.