როგორც მოგეხსენებათ, მადრიდის "რეალის" მცველმა ედერ მილიტაომ სეზონის სტარტზე ჯვარედინი იოგები გაიწყვიტა, რის გამოც მას მთელი მიმდინარე სეზონი გაუცდა.
გუშინ "ბლანკოსის" პირველი გუნდი მეორე გუნდს, "კასტილიას" დაუპირისპირდა, სადაც ბრაზილიელმა მონაწილეობა მიიღო.
გამოცემა, "Relevo"-ს ცნობით, მილიტაოს მუხლზე პრობლემები არ ჰქონია და არც ტკივილის შეუწუხებია.
კლუბში ამ საკითხს პოზიტიურად უყურებენ და დიდია ალბათობა იმისა, რომ ედერი სანაკრებო პაუზის შემდეგ ითამაშებს.