როგორც მოგეხსენებათ, მადრიდის "რეალი" ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში "მანჩესტერ სიტის" დაუპირისპირდება.
ამ წყვილის პირველი მატჩი "სანტიაგო ბერნაბეუზე" 9 აპრილს გაიმართება.
ამ თამაშის ყველაზე ძვირიანი ბილეთი 445 ევროდ იყიდება, რაც წყვილებს შორის ყველაზე ძვირი მაჩვენებელია.
მეორე ადგილზე "ბარსელონა" "პსჟ"-ს დაპირისპირებაა, რომლის ყველაზე ძვირიანი ბილეთებიც 399 ევროდ ფასდება.
აქვე შეგახსენებთ, რომ სამეფო კლუბისა და "სიტის" განმეორებითი შეხვედრა "ეტიჰადზე" 17 აპრილს გაიმართება.