8 თვის და 1 კვირის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

კარვახალი: "ვინის ვუთხარი, რომ თუ ამას იზამს, გასახდელში აღარ შემოვუშვებ"

26 მარტს ბრაზილიის ეროვნული ნაკრები ამხანაგურ მატჩში ესპანეთს დაუპირისპირდება. თამაში "სანტიაგო ბერნაბეუზე" გაიმართება. 

მადრიდის "რეალიდან" ვინისიუს ჯუნიორი და დანიელ კარვახალი უშუალოდ ერთამანეთის წინააღმდეგ ითამაშებენ. 

ამ შერკინებასთან დაკავშირებით თავად კარვახალმა ისაუბრა: 

"ვინისიუსს ვუთხარი, რომ თუ ჩემს წინააღმდეგ წარმატებულ დრიბლინგს განახორციელებდა, მე მას გასახდელში აღარ შევუშვებდი (იცინის)".

Facebook კომენტარები