როგორც იცით, მას შემდეგ, რაც ჩავი ერნანდესმა კლუბიდან წასვლის ამბავი დაადასტურა, კატალონიის "ბარსელონა" ახალი მწვრთნელის ძიებას შეუდგა.
ამასთან დაკავშირებით გამოცემა "Sport"-მა ახალი ინფორმაცია გაავრცელა.
იწერება, რომ კატალონიურმა გრანდმა ახალი თავკაცის ძებნის პროცესი დროებით შეაჩერა.
წყაროს ცნობით, "ბლაუგრანაში" ამ საკითხზე ფიქრს ჩემპიონთა ლიგის შემდეგ განაახლებენ.
აქვე საგულისხმოა ისიც, რომ ჩავი "ბარსაში" დარჩენა აქტიურად განიხილება, რომელსაც კლუბში ბოლო დროს არაჩვეილებრივი შედეგები აქვს.
ასე რომ, საინტერესოა, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებენ კატალონიურ გრანდში.