ბუდუ ზივზივაძსი მეუღლემ, ნინი კვერნაძემ ერთ-ერთ ინტერვიუში თავისი მეუღლის შესახებ ემოციური კომენტარი გააკეთა:
"ბევრი მოგზაურობა გვიწევს, სხვადასხვა ქვეყანაში ცხოვრება… უარყოფითი მხარე ისაა, რომ შენი ოჯახის წევრები არ არიან შენ გვერდით, არც ახლობლები, არა გაქვს სახლი, ფაქტობრივად, ნულიდან იწყებ ყველაფერს. სიმართლე გითხრათ, ჩემთვის დიდად დამღლელი არ არის, თვითონაც მეხმარება ყველაფერში, მორალურად, ბავშვის მხრივაც. ვერ ვიტყვი, რომ მარტო ვზრდი ბავშვს, თანაბრად ვართ ჩართულები შვილის აღზრდაში.
არ მიყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა. წინა თამაშის მერე იმდენი მოლოცვა მოგვდიოდა, იმ საღამოს რომ დავიწყეთ, მეორე საღამოს ძლივს დავდეთ ტელეფონი. ცოტა ინტროვერტი ვარ და დიდად არ მომწონს ამდენი ყურადღება. გავუძლებ, თუ ასეთი წარმატებული იქნება.
ისე გამოვიდა, რომ თავი ოჯახს მივუძღვენი. ყოველ წელს სხვადასხვა ქვეყანაში ვცხოვრობთ, ენა რომ არ იცი, რა უნდა გააკეთო. თან, ბავშვიდან გამომდინარე. არც ძიძა გვყავს, არც დამხმარე და ჩემი 24 საათი შაის ეკუთვნის. მიყვარს ენების სწავლა და თუ თავისუფალი დრო მაქვს, ამას ვუთმობ. ესპანურსა და კორეულს ვსწავლობ…", - თქცა ნინიმ.