თითქმის გადაწყვეტილია, რომ კილიან მბაპე 7 წლის შემდეგ "პსჟ"-ს მომავალ ზაფხულში დატოვებს, ამ ფაქტს თავად პარიზელებიც ეგუებიან.
როგორც მოგეხსენებათ, დიდია ალბათობა იმისა, რომ ფრანგს დიდ ხნიანი სატრანსფერო საგის შემდეგ მადრიდის "რეალის" მაისურში ვიხილავთ.
ამ ტრანსფერთან დაკავშირებით, "პსჟ"-ს მთავარმა, ესპანელმა, მწვრთნელმა ლუის ენრიკემ გააკეთა კომენტარი:
"ვისიამოვნოთ სანამ კილიანი აქ არის, და მაშინ როდესაც ის კლუბს დატოვებს, ჩვენ ჩვენი დონე უნდა ავამაღლოთ".