1 თვის და 1 კვირის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

"ილიასთან ერთად ამას ვაპირებდი, თუმცა" - როგორ გაწირა UFC-მ მერაბ დვალიშვილი

როგორც მოგეხსენებათ, 19 იანვარს მერაბ დვალიშვილი UFC 311-ის ღონისძიებაზე საჩემპიონო ქამარს პირველად უმარ ნურმაგოედოვის წინააღმდეგ დაიცავს.

ქართველმა მებრძოლმა ერთ-ერთ გამოცემასთან ინტერვიუ ჩაწერა, სადაც სინტერესო თემაზე ისაუბრა:

"ის, რომ ტიტულის მოპოვებიდან 4 თვეში ოქტაგონზე დავბრუნდები, ვფიქრობ, ბევრს ნიშნავს. ეს ძალიან სწრაფი დაბრუნებაა. ასევე, მე მივიღე ეს ბრძოლა მხოლოდ ექვს კვირაში... 

"უამრავი გეგმა მქონდა შობას, ახალ წელს, ჩემს დაბადების დღეს... ვაპირებდი ილიასთან ესპანეთში ჩასვლას და სიამოვნების მიღებას. ბრძოლის გამო ყველაფერი გაუქმდა, უმარს რამადანის პერიოდში ბრძოლა არ სურდა - კარგი, ეს პრობლემა არაა", - თქვა მერაბ დვალიშვილმა.

Facebook კომენტარები