როგორც მოგეხსენებათ, 18 მარტს საქართველოს დედაქალაქ თბილისს UFC-ის მსოფლიო ჩემპიონი, ილია თოფურია ეწვია.
ქართველი გულშემატკივრები ჩემპიონს აეროპორტში დახვდნენ და დიდებული დახვედრა მოუწყვეს.
უცხოელი გულშემატკივრები ამ ამბავს გამოეხმაურნენ:
ძმამ ქამარი მოიგო და მგონი პრეზიდენტი გახდა.
ილია არის ის, ვინც პედი ფიქრობს, რომ არის.
სასაცილო ფაქტი, ილიას უფრო მეტი გამომწერი ჰყავს ინსტაგრამზე, ვიდრე პედის.
თოფურია ნამდვილი კაცია, ეს ბიჭი ასეთ დახვედრას იმსახურებდა.
ილია შენ ეს დაიმსახურე ჩემპიონო, ბრავო საქართველოს.
ქართველ ხალხში ვხედავ უდიდეს სიხარულს, უნდა გამოვტყდე, რომ მათ ესპანელებზე უკეთესი დახვედრა მოუწყვეს ილიას.