5 საათის და 57 წუთის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

სასწაული მიღწევები - ქართული სპორტის 5 საუკეთესო მომენტი 2024 წელს

ქართული სპორტისთვის 2024 წელი აღმავლობის ხანა იყო.

მსგავსი დიდი წარმატებები სხვადასხვა სპორტებში ერთდროულად არასდროს გვქონია.

თვალი გადავავლოთ გასულ წელს და გამოვარჩიოთ 5 საუკეთესო მომენტი:

1. საქართველოს ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე კვალიფიცირება - 2024 წლის 26 მარტი უბრალოდ მოვლენა იყო. ენითაღუწერელი ემოციები "დინამო არენაზე" და მთლიან საქართველოში. ამ მოვლენას ერი გააერთიანა.

2/3. ილია თოფურიას და მერაბ დვალიშვილის ჩემპიონობა UFC-ში - 2024 წლოს დასაწყისში თოფურია ალექსანდე ვოლკანოვსკის დამარცხებით UFC-ის პირველი ქართველი ჩემპიონი გახდა. მერაბმა კი ქამარი ოქტომბრუს თვეში შონ ომალის დამარცხებით მიიღო. აღსანიშნავია, რომ ორივე მებრძოლს ქართველი ხალხი დიდი სიყვარულით შეხვდა.

4. საქართველოს ნაკრების მიერ ევრო 2024-ის 1/8-ფინალში გასვლა - 2024 წლის 26 ივნისს ევროპის ჩემპიომატის მესამე მატჩში საქართველომ პირველი გამარჯვება მოიპოვა. დავამარვცხეთ ვარსკვლავური პორტუგალიის ნაკრები და დებიუტანტი ნაკრები 1/8-ფინალში გავედით. ეს იყო მომენტი, როცა საფეხბურთო ნაკრებმა ერი კიდევ ერთხელ გააბედნიერა.

5. ლაშა ბექაურის ოლიმპიური ჩემპიონობა - ლაშა ზედიზედ მეორედ გახდა ოლიმპიური ჩემპიონო ძიუდოში. 2024 წლის აგვისტოში ქართველმა საქართველოს ოქროს მედალი მოუტანა.

შეიძლება ეს თანმიმდევრობა უშუალოდ მიღწევების სირთულეებით დალაგებული არ იყოს, ეს თქვენთვის მომინდია, თუმცა ფაქტია, რომ ხუთივე მათგანმა ჩვენს გულებში განსაკუთრებული ადგილი დაიკავა.

Facebook კომენტარები