როგორც მოგეხსენებათ, გიორგი მამარდაშვილი მომდევნო სეზონში "ლივერპულს" შეუერთდება.
იმ შემთხვევაში, თუ ალისონ ბეკერი მერსესაიდელთა რიგებში დარჩება, ქართველის კონკურენტი, მის გარდა, კაომინ კელეჰერი იქნება.
თუმცა, ეს შეიძლება ასე არ მოხდეს. გამოცემა "Football Insider"-ის ინფორმაციით, ლონდონის "ტოტენჰემი" ირლანდიელი კარის დარაჯის დამატებითაა დაინტერესებული.
როგორც ირკვევა, "დეზები" მზად არიან, რომ "წითლებს" შეთავაზება მომდევნო სატრანსფერო ფანჯარაზე გაუკეთონ.
გარდა ამისა, იწერება, რომ ტრანსფერის წინააღმდეგი არც კელეჰერია, რომელიც "ლივერპულში" სათადარიგო მეკარის როლს ასრულებს.
ასე და ამგვარად, არის შანსი, რომ გიორგის მერსასიდულ გრანდში ერთით ნაკლები კონკურენტი ჰყავდეს.