1 საათის და 7 წუთის წინ
Mshvildadze Nikolozi
Aa

პსჟ-მ რუსი ფეხბურთელის ტრანსფერი დაბლოკა

21 წლის რუსი ნახევარმცველის ალექსეი ბატრაკოვის პსჟ-ში არშემდგარ ტრანსფერზე, კომენტარი რუსეთის ნაკრების და „სელტას“ ყოფილმა ფეხბურთელმა ალექსანდრ მოსტოვოიმ გააკეთა. 

„პსჟ-ში ბატრაკოვის გადასვლაზე ძალიან ბევრს ლაპარაკობდნენ. ზოგიერთი ისე საუბრობდა, თითქოს ეს უკვე მომხდარი ფაქტი იყო. მისმინეთ, ეს პსჟ-ა, მათ სატრანსფერო სიაში ოცამდე ბატრაკოვის მსგავსი ჰყავთ. გასაგებია, ამ კლუბში ასე ადვილად ვერ მოხვდები. 

შესაძლოა, დაინტერესება იყო კიდეც, მაგრამ აგენტებმა ტრანსფერში ისეთი ფული მოითხოვეს, რომ პსჟ-მ გამომშვიდობების ნიშნად ხელი დაუქნია და სხვა მოთამაშეზე გადაერთო. ახლა ყველაფერს ფული წყვეტს. რუსი ფეხბურთელები ამ მხრივ ძალიან განებივრებულები არიან. ჩვენს დროს ასე არ იყო. 

იგივე ბატრაკოვს შეუძლია მთელი კარიერა რუსეთის პრემიერლიგაში გაატაროს და იმაზე მეტი გამოიმუშაოს, ვიდრე ევროპაში“, - განუცხადა მოსტოვოიმ „სოვეტსკი სპორტს“.

ცნობისთვის, "პარი სენ ჟერმენში" შესაძლო გადაბარგებაზე დიდი აჟიოტაჟი იყო ატეხილი და რუს მესიდაც კი მოიხსენიებდნენ.


Facebook კომენტარები