UFC-ს ქართველმა ჩემპიონმა, მერაბ დვალიშვილმა თავის მომავალ ბრძოლაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ პიოტრ იანის მოქმედებას ელოდება.
"„ძალიან მიხარია შონ ომალის გამო. ზაჰაბი შთამბეჭდავად დააფინიშა. მესმის, რომ პიოტრ იანიც კი გამოიწვია, მაგრამ მაინც მიხარია. მომწონს ეგ ბიჭი და ძალიან ბედნიერი ვიყავი მის გამო. მაგრად იჩხუბა. საბოლოოდ, ახლა მე პიოტრ იანს ვეჩხუბები, მაგრამ თუ UFC გადაწყვეტს, რომ მას ვეჩხუბო, სიამოვნებით ვეჩხუბებოდი. ვინც დაიმსახურებს და ვინც საუკეთესო მეტოქე იქნება ჩემთვის, იმას ვეჩხუბები.
"ამ მომენტში, პიოტრ იანი საუკეთესო გამოწვევაა, მით უმეტეს, რომ ბოლო ბრძოლაში მომიგო და ახლა ანგარიში ერთი-ერთზეა. მე ერთ-ერთი საუკეთესო ვარიანტი ვარ საბრძოლველად, მით უმეტეს, რომ ქამრისთვის ვიბრძვით. და ამის მერე, თუ შონ ომალისთან მომიწევს ჩხუბი, 10-ჯერ შემიძლია ვეჩხუბო, პრობლემა არაა.“
"როდის გაიმართება იანთან ბრძოლა? როგორც ჩანს, აგვისტოში არ ვიჩხუბებთ, პიოტრისგან არაფერი გამიგია. უბრალოდ ველოდები და ვლოცულობ, რომ კარგად იყოს, მალე დაბრუნდეს. არ ვიცი, რა გითხრა, არ ვიცი. პიოტრ, მალე დაბრუნდი, ძმაო. ვიჩხუბოთ", - თქვა მერაბმა.