სანდრო მამუკელაშვილმა ტორონტო რეპტორსის დატოვება გადაწყვიტა, შესაბამისად, თავისუფალი აგენტი გახდება.
ცნობილი ინსაიდერი შამს შარანია იტყობინება, რომ ქართველმა კალათბურთელმა უარი თქვა 2.8 მილიონი დოლარის ღირებულების კონტრაქტზე, რათა თავისუფალი აგენტი გახდეს და ახალ გუნდში გადავიდეს.
ცოტა ხნის წინ ამერიკული მედია წერდა, რომ მამუკელაშვილს სხვა კლუბებისგან თითქმის 15 მილიონი დოლარის შეთავაზება ჰქონდა, დაიწერა ლოს ანჯელეს ლეიკერსის ვარიანტზეც, მაგრამ ჯერჯერობით, მაინც უცნობია, სად გააგრძელებს კარიერას ქართველი კალათბურთელი.
გასულ სეზონში სანდრო მამუკელაშვილმა ტორონტოში თავის წარმოჩენა შესანიშნავად მოახერხა და შანსი იდეალურად გამოიყენა. სანდრო საშუალოდ, 21.9 წუთში 11.2 ქულას, 4.9 მოხსნას აგროვებდა.