როგორც მოგეხსენებათ, ლა ლიგის რიგით მე-16 ტურში "რაიო ვალეკანოს" წინააღმდეგ გიორგი მამარდაშვილი დაშავდა, რის გამოც მას გარკვეული პერიოდი გაუცდება.
"ღამურების" ქართველმა კარის დარაჯმა საკუთარ მდგომარეობაზე ისაუბრა:
"ამ ეტაპზე მარტო გუნდისგან განცალკევებით ვვარჯიშობ, მაგრამ სრული დატვირთვით გუნდთან ერთად ვარჯიშს შობის შემდეგ ვაპირებ", - თქვა მამარდამ.
აქვე მოგახსენებთ, რომ ქართველი მეკარის სატრანსფერო ღირებულება 45 მილიონი ევროა, რაც მეკარეებს შორის ყველაზე ძვირია.