ახლა დავიდ ნერესი ნეაპოლში ლამის საფეხბურთო კერპად ჰყავთ შერაცხული, მაგრამ ვიცით რა ზოგიერთი ჟურნალისტისა და ტიფოზის მოკლე მეხსიერება და აგრეთვე „მადლიერების გრძნობა“, ეჭვიც არ შეგეპაროთ, მსგავსი დამოკიდებულება მხოლოდ დროებითია და პირველივე ფეხის დაცდენისას არც ბრაზილიელს დაინდობენ.
ადგილობრივ მედიაში ფართოდ განიხილება, თუ ვინ უნდა იყოს გუნდისთვის პრიორიტეტული - ხვიჩა კვარაცხელია თუ ნერესი. ამასთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრება სხვადასხვა პიროვნებებმა გამოთქვეს.