UFC-ს ლეგენდამ ხაბიბ ნურმაგომედოვმა მერაბ დვალიშვილის შესახებ საინტერესო კომენტარი გააკეთა.
"დვალიშვილიმა თქვა, რომ UFC-მ უმარს საჩუქარი გაუკეთა და მასთან ბრძოლის საშუალება მისცა. ეს მისი პრობლემაა.
"ვფიქრობ, როცა მერაბი კარიერას იწყებდა, კარგად იქცეოდა, მაგრამ, როცა ჩემპიონი გახდა, ამას ვეღარ აკეთებს.
"რა თქმა უნდა, საჩემპიონო ქამრის მოპოვების შემდეგ ცხოვრება იცვლება. ამ ცვლილებას კი უნდა გაუმკლავდე.
"უმარმა ეს ყველაფერი დაიმსახურა და არ მესმის რატომ ნერვიულობს მერაბი.
"უმარი 18 იანვარს დაამტკიცებს, თუ რატომ ნერვიულობს ახლა მერაბი", - თქვა ხაბიბმა.