როგორც მოგეხსენებათ, 18 დეკემბერს არმან ცარუკიანი მსუბუქი წონის ქამარზე ისლამ მახაჩევს დაუპირისპირდება.
არმანმა მისი საქართველოსადმი დამოკიდებულებაზე ილაპარაკა:
“საქართველოში უფრო ხშირად ჩავდივარ ვიდრე სომხეთში. ნათესავები საქართველოში მყავს. ამიტომ საქართველოს წელიწადში სამი-ოთხჯერ ვსტუმრობ”. - განაცხადა არმან ცარუკიანმა.
ცნობისთვის, ზემოხსენებულ ქარდზე მერაბ დვალიშვილი უმარ ნურმაგომედოვს დაუპირისპირდება.