კრიშტიანუ რონალდუს ერთ-ერთი ინტერვიუს დროს ჰკითხეს თუ რატომ დაშორდა ირინა შეიკს.
მან კი უპასუხა:
"მან ერთხელ მითხრა: 'ყველგან, სადაც მივდივართ, ისიც თან უნდა ატარო? აირჩიე ან მე ან დედაშენი'. ეს მითხრა ბრაზით და გადაჭრით. იმ მომენტში გადავწყვიტე სამუდამოდ დავშორებოდი. არასდროს, არანაირ პირობებში, არცერთი ქალის გამო დედაჩემს არ მივატოვებ, არც დედამიწაზე და არც მის მიღმა და ამას არ ვნანობ.
თუ ქალი არ იღებს შენს დედას, მაშინ არასწორ ადამიანთან ერთად ხარ. იცი, ვინ იყო ჩემს გვერდით, როცა ბავშვობაში არაფერი მქონდა? იცი, რისი გადატანა უწევდა დედაჩემს იმისთვის, რომ სახლში საჭმელი მოეტანა, ტანსაცმელი გაერეცხა, სააბაზანოები, ბაღები და სახლები დაელაგებინა, რომ ჩემთვის რვეულები და ფეხბურთის ბუცები ეყიდა?
დღეს მე მინდა ვიბრძოლო მისთვის სიცოცხლის ბოლო წამამდე. ის ყოველთვის ჩემთან იქნება, სადაც არ უნდა წავიდე", - თქვა რონალდუმ.