"რომას" არგენტინელმა ნახევარმცველმა პაულო დიბალამ ერთ-ერთ გამოცემასთან ინტერვიუ ჩაწერა.
მან თავის ყოფილ "იუვენტუსის" თანაგუნდელზე, კრიშტიანუ რონალდუზე საინტერესო კომენტარი გააკეთა:
"რონალდუ არგენტინაში გვეზიზღებოდა, იმის გამო როგორიც იყო, იმის გამო რეებსაც შვებოდა. მაგრამ სიმართლე ის არის, რომ მე მასში სხვა რაღაც ვიპოვე, რამაც შემაყვარა კრიშტიანუ", - განაცხადა დიბალამ.